საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების წარმატება ფიზიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე

გიზიარებთ ფიზიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსწავლეების წარმატებას!

საქართველოს ნაკრების წევრებმა ვერცხლის 2, ბრინჯაოს 2 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

ირაკლი უგულავა - ვერცხლის მედალი;

დაჩი ჭოტაშვილი - ვერცხლის მედალი;

ანდრია მანჯავიძე - ბრინჯაოს მედალი;

ლუკა თვალავაძე - ბრინჯაოს მედალი;

ბიძინა გაგნიძე - საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი - რამაზ ხომერიკი; თანალიდერები - გრიგოლ ფერაძე, გიორგი ბახტაძე.

ფიზიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPhO 2023) იაპონიაში გაიმართა და მასში 84 ქვეყნის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებს და თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!

 


ზემოთ